სტრუქტურა

ჟენევის მოწოდების საქმიანობა ნაღმების აკრძალვის პროცესში შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების ჩართვაზე, მათი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობაზე და მიღწეული შედეგების მონიტორინგზეა კონცენტრირებული.  სხვა ღონისძიებებს შორის არის მხარდამჭერთა ჯგუფის შექმნა, კვლევითი სამუშაოები და საზოგადოების მიერ დახმარების გაწევა.

ჟენევის მოწოდება მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის ეროვნულ კამპანიებთან, ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან, კონფლიქტოლოგებთან, ნაღმების მონიტორინგის მკვლევარებთან, გაეროს სხვადასხვა დაწესებულებებთან, დონორ მთავრობებთან, სამართლის ექსპერტებთან, დახმარებისა და განვითარების დაწესებულებებთან და სხვა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

ჟენევის მოწოდება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მისი საქმიანობის გამჭვირვალებას და ნაღმების აკრძალვის პროცესში არასახელმწიფო აქტორთა ჩართვის მიზეზებისა და მეთოდების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ჟენევის მოწოდების თანამშრომლებს დახმარებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები და პროგრამების პარტნიორები აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

საერთაშორისო სამდივნო დაფუძნებულია ჟენევაში (შვეიცარია).

 

 
  | Home | Newsletters | Search | Signatory Groups | Credits | Adobe PDF |    
WEBMASTER & RESPONSIBLE: STEFANO CAMPA - MEDIATIKA - © 2002 GENEVA CALL