მისია 

ჟენევის მოწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის პატივისცემის და ერთგულების პროცესში ჩართოს  შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორები.  ჟენევის მოწოდება  მიზნად ისახავს დაეხმაროს ხელმომწერ სუბიექტებს ვალდებულებების აქტის საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაში, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებათა განხორციელებას ნაღმებით დაზიანებულ ტერიტორიებზე, რომელებსაც არასახელმწიფო სუბიექტები აკონტროლებენ და აწარმოოს მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. ჟენევის მოწოდება გვთავაზობს ინოვაციურ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც არასახელმწიფო აქტორებს შესაძლებლობა ეძლევათ დაიცვან ნაღმების აკრძალვის ნორმებიქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრული აკრძალვის დაცვისა და ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებაში თანამშრომლობის შესახებ ვალდებულებების აქტზე ხელმოწერის მეშვეობით.  ვალდებულებების შესახებ აქტზე ხელმოწერით, რომლის მეურვე ჟენევის რესპუბლიკის კანტონის მთავრობაა, არასახელმწიფო აქტორები ვალდებულებას იღებენ:

              სრულად აკრძალონ, ნებისმიერ გარემოებაში, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და სხვა, მსხვერპლის მიერ აქტივირებული ნაღმების გამოყენება, წარმოება, შეძენა, გადაცემა და დაგროვება;

              უზრუნველყონ, ითანამშრომლონ ან ხელი შეუწყონ ნაღმების მარაგის განადგურების, განაღმვის, დაზარალებულთა დახმარების და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას;

              ნება დართონ ჟენევის მოწოდებას  და ითანამშრომლონ მასთან მათ მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგისა და შემოწმების პროცესში;

              შესაბამისი განკარგულებები მისცენ სამხედრო მეთაურებსა და რიგითებს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და შესრულების მიზნით;

              თავიანთი ვალდებულებები აღიქვან როგორც ჰუმანიტარული ნორმების იდეალებისადმი უფრო მტკიცე ერთგულებისაკენ ფაქტობრივად გადადგმული ერთი ნაბიჯი, ან მისი ნაწილი. 

ჩართვის მთელი პროცესის განმავლობაში, ვალდებულებების შესახებ აქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, არასახელმწიფო აქტორებმა იციან, რომ ხელმოწერით მათი არსებული სამართლებრივი სტატუსი არ იცვლება.  ვალდებულებების აქტი ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების დამატებას წარმოადგენს, რომელსაც, არასახელმწიფო აქტორების ჩართვით, პარალელური პროცესი შემოაქვს.   მისი მიზანია ბოლო მოუღოს ნაღმებისაგან დაზარალებულთა ტანჯვას. იგი იმ ზღურბლს წარმოადგენს, რომლის გადაბიჯების შემდეგაც სხვა სამშვიდობო ძალისხმევათა განხორციელება და არასახელმწიფო აქტორთა მიერ სხვა ჰუმანიტარული ნორმების დაცვა მოჰყვება.    

 

 
  | Home | Newsletters | Search | Signatory Groups | Credits | Adobe PDF |    
WEBMASTER & RESPONSIBLE: STEFANO CAMPA - MEDIATIKA - © 2002 GENEVA CALL