|
მთავარი
გვერდი
ჟენევის
მოწოდება
საერთაშორისო
ჰუმანიტარული
ორგანიზაციაა,
რომელიც
მოწოდებულია
ჰუმანიტარული
ნორმებისადმი
პატივისცემის
და
ერთგულების
ვალდებულებაში
ჩართოს
შეიარაღებული
არასახელმწიფო
აქტორები,
რაც
თავდაპირველად
ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმების
აკრძალვით
იწყება.
ჟენევის
მოწოდება
მიზნად
ისახავს
საერთაშორისო
ჰუმანიტარული
სამართლის
პრინციპების
საყოველთაო
გამოყენებას
და
თავის
საქმიანობას
ნეიტრალიტეტის,
მიუკერძოებლობისა
და
დამოუკიდებლობის
პრინციპების
საფუძველზე
ახორციელებს.
ჟენევის
მოწოდება
ინოვაციურ
მექანიზმს
უზრუნველყოფს
არასახელმწიფო
აქტორებისათვის,
რომლებიც
ხელშეკრულებების
შემუშავებაში
არ
მონაწილეობენ
და
ამგვარად,
შესაძლოა,
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
შესრულების
აუცილებლობის
განცდა
არ
ჰქონდეთ. 1997
წლის
ნაღმების
აკრძალვის
ხელშეკრულების
ვალდებულებებისადმი
ერთგულება
მათ
შეუძლიათ
გამოხატონ
თავიანთი
ხელმოწერით “ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმების
სრული
აკრძალვის
დაცვის
და
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედებაში
თანამშრომლობის
შესახებ
ვალდებულებათა
აქტზე”.
ჟენევის
რესპუბლიკისა
და
კანტონის
მთავრობა
არის
ამ
ვალდებულებათა
აქტის
მეურვე.
ვალდებულებების
აქტის
საფუძველზე
ხელმომწერი
ჯგუფები
კისრულობენ
ვალდებულებას:
•
სრულიად
აკრძალონ,
ნებისმიერ
გარემოებაში,
ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმებისა
და
სხვა,
მსხვერპლის
მიერ
აქტივირებული
ასაფეთქებელი
მოწყობილობების
გამოყენება,
წარმოება,
შეძენა,
გადაცემა
და
დაგროვება.
•
უზრუნველყონ,
ითანამშრომლონ
ან
ხელი
შეუწყონ
ნაღმების
მარაგის
განადგურების,
განაღმვის,
დაზარალებულთა
დახმარების
და
ცნობიერების
ამაღლების
ხელშემწყობი
პროგრამების
განხორციელებას.
•
ნება
დართონ “ჟენევის
მოწოდებას”
და
ითანამშრომლონ
მასთან
მათ
მიერ
აღებული
ვალდებულებების
მონიტორინგისა
და
შემოწმების
პროცესში.
•
შესაბამისი
განკარგულებები
მისცენ
სამხედრო
მეთაურებსა
და
რიგითებს
მათ
მიერ
ნაკისრი
ვალდებულებების
განხორციელების
და
შესრულების
მიზნით.
•
თავიანთი
ვალდებულებები
აღიქვან
როგორც
ჰუმანიტარული
ნორმების
იდეალებისადმი
უფრო
მტკიცე
ერთგულებისაკენ
ფაქტობრივად
გადადგმული
ერთი
ნაბიჯი,
ან
მისი
ნაწილი.
ბირმაში,
ბურუნდიში,
ინდოეთში,
ერაყში,
ფილიპინებზე,
სომალიში,
სუდანში,
თურქეთსა
და
დასავლეთ
საჰარაში 34
შეიარაღებული
ჯგუფი
დათანხმდა
აეკრძალა
ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმები
ამ
მექანიზმის
მეშვეობით.
თუმცა
მიღწეული
წარმატების
საბოლოო
მაჩვენებელი
არა
ვალდებულებების
აქტის
ხელმომწერთა
რაოდენობაა,
არამედ
ნაღმების
ეფექტური
აკრძალვა
და
ჰუმანიტარული
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედება.
ჟენევის
მოწოდება
მოწოდებულია
ხელი
შეუწყოს
ჰუმანიტარულ
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედების
პროგრამათა
განხორციელებას
ნაღმებით
დაზიანებულ
ტერიტორიებზე,
რომლებსაც
არასახელმწიფო
აქტორები
აკონტროლებენ,
დაეხმაროს
ხელმომწერ
ჯგუფებს
ვალდებულებების
აქტის
საფუძველზე
ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულებაში
და
განახორციელოს
მონიტორინგი
მათ
შესრულებაზე.
|