|
ხშირად
დასმული
შეკითხვები
როგორ
ამყარებს
კონტაქტს
ჟენევის
მოწოდება
არასახელმწიფო
აქტორებთან?
არასახელმწიფო
აქტორების
დიალოგის
დაწყება
ხდება პირადი
კონტაქტების
ან მესამე
მხარეების
მეშვეობით,
როგორიცაა
კონფლიქტის
ექსპერტები,
ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმების
აკრძალვის
საერთაშორისო
კამპანიის
წევრები
და სხვა
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციები.
ჯგუფის
ჩართვის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღება
ჯგუფის
დეტალური
გაანალიზების
შემდეგ
ხდება (მისი ბუნება,
მიზნები,
ლიდერები,
შიდა
სტრუქტურა,
წარსული
საქმიანობა
და
ა.შ.).
აგრეთვე
ხდება
კონფლიქტის
დინამიკის
და სხვა
ფაქტორების
შეფასება,
როგორიცაა,
არასახელმწიფო
სუბიექტების
შესაძლებლობა
და
სურვილი
განახორციელოს
ვალდებულებების
აქტით
მოთხოვნილი
ვალდებულებები.
რა
მოტივაციას
ეფუძნება
არასახელმწიფო
აქტორთა
მხრიდან
ვალდებულებების
აქტის
ხელმოწერა?
არასახელმწიფო
აქტორებმა,
რომლებმაც
ხელი
მოაწერეს
ვალდებულებების
აქტს,
ეს
სხვადასხვა
მიზეზით
გააკეთეს,
როგორიცაა –
მათი
მხარდამჭერების
დაცვა,
იქნება
ეს
სამოქალაქო
პირები
თუ ჯარისკაცები;
მათი
უფლებამოსილების
ან
მათი დე-ფაქტო
კონტროლის
ქვეშ
მყოფ ტერიტორიებზე
მცხოვრებ
ადამიანთა
სტაბილური
ცხოვრების
და
ცხოვრების
დონის
გაუმჯობესების
მიზნით;
მათი მოქმედების
ტერიტორიაზე
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედების
პროგრამების
დაწყების
მიზნით;
ან
მათი უნარის
საჩვენებლად,
რომ შეუძლიათ
დაიცვან
ჰუმანიტარული
სამართლის
პრინციპები.
აგრეთვე
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ არასახელმწიფო
აქტორთა
გარკვეული
ნაწილი
მიხვდა,
რომ
ქვეითსაწინააღმდეგო
ნაღმებს
ძალზე შეზღუდული
სამხედრო
შესაძლებლობები
აქვთ.
ეს კიდევ
ერთ
დამატებით
სტიმულს
წარმოადგენს
ვალდებულებების
აქტის ხელმოწერად.
როგორ
ასრულებენ
არასახელმწიფო
აქტორები
თავიანთ
ვალდებულებებს?
ზოგიერთმა
არასახელმწიფო
აქტორმა,
რომელცას
ხელი აქვს
მოწერილი
ვალდებულებების
აქტზე,
შესრულების
პროცესზე
ზედამხედველობის
მიზნით
სპეციალური
ორგანოები
და მექანიზმები
შექმნეს.
სხვა შემთხვევაში
საჭიროა
მათთვის
დახმარების
გაწევა.
ჟენევის
მოწოდება
იმპლემენტაციის
პროცესში
მათ
სხვადასხვა
გზებით
უწევს დახმარებას,
როგორიცაა -
სემინარების
ორგანიზება,
რათა ხელმომწერმა
მხარეებმა
გაავრცელონ
ნაღმების
აკრძალვის
საკუთარი
პოლიტიკა;
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედების
დაგეგმვაში
დახმარების
გაწევა
და ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედების
ხელშეწყობა
იმ
ტერიტორიებზე,
რომლებიც
ვალდებულებების
აქტითაა
გათვალისწინებული.
როგორ
ახორციელებს
ჟენევის
მოწოდება
ვალდებულებების
ხელშეკრულების
შესრულების
მონიტორინგს?
ჟენევის
მოწოდება
აცნობიერებს,
რომ
არასახელმწიფო
აქტორების
მიერ ნაკისრი
ვალდენულებების
შესრულებას
დრო
სჭირდება
და
რომ მონიტორინგი
ზოგ
შემთხვევაში,
პრობლემატური
იქნება.
ჟენევის
მოწოდება
მონიტორინგისას
მოითხოვს,
რომ
ხელმომწერმა
მხარემ
წარმოადგინოს
ანგარიში
ვალდებულებების
აქტის
შესრულებისათვის
განხორციელებული
ღონისძიებების
შესახებ
და აგრეთვე
ღებულობს
ინფორმაციას
ამ
სფეროში
მომუშავე
ადგილობრივი
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებისაგან.
თუ არსებობს
ინფორმაცია
ვალდებულებების
აქტის
შეუსრულებლობის
შესახებ,
ჟენევის
მოწოდებამ
შესაძლოა
ადგილზე
შემოწმების
ვიზიტი
განახორციელოს,
როგორხ
მან ეს 2002
წელს,
ფილიპინებში,
ცენტრალურ
მინდანაოში
გააკეთა.
|