![]() |
||||||||
|
ვალდებულებების აქტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრული აკრძალვის დაცვისა და ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებაში თანამშრომლობის შესახებ “ჩვენ, (არასახელმწიფო აქტორის სახელწოდება), ჩვენი სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეშვეობით”, ვაღიარებთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გლობალურ საფრთხეს, რომელიც განურჩევლად და არაადამიანურად კლავს და ასახიჩრებს მეომრებსა და სამოქალაქო პირებს, ძირითადად უდანაშაულო და დაუცველ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, თვით საომარი კონფქლიტის დასრულების შემდეგაც; ვაცნობიერებთ, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შეზღუდულ საბრძოლო ეფექტს ბევრად აღემატება მისი ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები, პოსტკონფლიქტური შერიგებისა და აღმშენებლობის ჩათვლით; უარვყოფთ მოსაზრებას, რომ რევოლუციური მიზნები ან სამართლიანი მიზეზები ამართლებენ ომის არაჰუმანურ საშუალებებს და მეთოდებს, რომლებიც არასაჭირო ტანჯვას იწვევენ;
ვადასტურებთ
ჩვენს
სწრაფვას
დავიცვათ
სამოქალაქო
მოსახლეობა
სამხედრო
მოქმედებების
შედეგებისა
და
საფრთხისაგან
და
პატივი
ვცეთ
მათი
სიცოცლის,
ადამიანური
ღირსებისა
და
განვითარების
უფლებებს;
გადავწყვიტეთ ჩვენი როლი შევასრულოთ არა მხოლოდ, როგორც შეიარაღებული კონფქლიტების აქტორებმა, არამედ როგორც ამგვარი კონფქლიტების სამართლებრივი და ნორმატიული სტანდარტების განხორციელებისა და განვითარების მონაწილეებმა, რასაც ვიწყებთ ჩვენი წვლილის შეტანით საყოველთაო ჰუმანიტარულ ძალისხმევაში, რომელიც ნაღმების გლობალური პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად; ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები შეიარაღებული კონფქლიტების ყველა მხარეს ეხება და აკისრებს ვალდებულებებს; ვაღიარებთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრული აკრძალვის ნორმას, რომელსაც 1997 წლის ოტავის ხელშეკრულება აფუძნებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნაღმების საყოველთაო აღმოფხვრის გზაზე. აქედან გამომდინარე, ამ მომენტში, ოფიციალურად ვკისრულობთ ვალდებულებას: 1. დავიცვათ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრული აკრძალვა. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებში ჩვენ ვგულისხმობთ მოწყობილობებს, რომელიც ეფექტურად ფეთქდება მასთან ადამიანის ყოფნის, მიახლოვების ან უშუალო კონტაქტის შედეგად, იგივე ეფექტის მქონე მსხვერპლის მიერ აქტივირებული სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმების ჩათვლით, ამოღებისაგან დამცავი ელემენტით თუ მის გარეშე. საყოველთაო აკრძალვაში ჩვენ ვგულისხმობთ ნებისმიერ გარემოებაში ამგვარი ნაღმების გამოყენების, განვითარების, წარმოების, შეძენის, დაგროვების, შენარჩუნების და გადაცემის სრულ აკრძალვას. იგი მოიცავს ამგვარი ნაღმების განადგურების ვალდებულებას. 2.
ვითანამშრომლოთ
და
განვახორციელოთ
მარაგის
განადგურების,
განაღმვის,
დაზარალებულთა
დახმარების,
ნაღმების
სფეროში
ცნობიერების
ამაღლების
და
ნაღმსაწინააღმდეგო
მოქმედების
პროგრამები,
განსაკუთრებით
ის
პროგრამები,
რომლებსაც
დამოუკიდებელი
საერთაშორისო
და
ეროვნული
ორგანიზაციები
ახორციელებენ.
3. უფლება მივცეთ და ვითანამშრომლოთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის სფეროში ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში, რომელსაც ჟენევის მოწოდება და ამ მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები ახორციელებენ. ასეთი მონიტორინგი და კონტროლი ითვალისწინებს ყველა ტერიტორიის მონახულებასა და შემოწმებას, სადაც შესაძლოა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები იყოს განთავსებული და საჭირო ინფორმაციისა და მოხსენებების წარდგენას, რაც შესაძლოა ამგვარი მიზნებისათვის მოითხოვებოდეს გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით. 4. ჩვენს მეთაურებსა და მებრძოლებს მივცეთ საჭირო განკარგულებები, რათა განხორციელდეს და შესრულდეს ჩვენს მიერ ზემო პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები, ინფორმაციის გავრცელებისა და ტრენინგის ღონისძიებების და აგრეთვე შეუსრულებლობის შემთხვევაში დისციპლინარული სანქციების ჩათვლით. 5. წინამდებარე ვალდებულება ჩავთვალოთ, როგორც ჰუმანიტარული ნორმების იდეალების მიმართ უფრო ფართო ვალდებულებისაკენ სვლის ერთი ნაბიჯი, ან მისი ნაწილი, განსაკუთრებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართ. ხელი შევუწყოთ მათ დაცვას საველე მოქმედებების დროს და აგრეთვე შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარული ნორმების შემდგომ განვითარებას. 6. 1949
წლის 12
აგვისტოს
ჟენევის
კონვენციების
მე-3
საერთო
მუხლის
შესაბამისად,
წინამდებარე
აქტი
ვალდებულებების
შესახებ
ზეგავლენას
არ
ახდენს
ჩვენს
სამართლებრივ
სტატუსზე.
7. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჟენევის მოწოდებამ შესაძლოა საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ჩვენს მიერ წინამდებარე ვალდებულებების აქტის შესრულების თუ შეუსრულებლობის შესახებ. 8. ჩვენ გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წინამდებარე ვალდებულებების აქტის დაცვისადმი სხვა შეიარაღებული ჯგუფების ყურადღების მიპყრობას და ყველაფერს ვიღონებთ რათა ხელი შევუწყოთ მას. 9. წინამდებარე ვალდებულება, წარმოადგენს ჩვენს მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებთან დაკავშირებული რაიმე არსებული ცალმხრივი დეკლარაციის დამატებას ან მის შემცვლელს, თუ ასეთი შემთხვევა არსებობს. 10. წინამდებარე ვალდებულებების აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისა და ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის მთავრობის მიერ მისი მიღებისთანავე, რომელსაც იგი როგორც ამგვარი ვალდებულებებისა და მსგავსი ცალმხრივი დეკლარაციების მეურვე ღებულობს. შესრულებულია 2001 წლის 4 ოქტომბერს, ჟენევაში (შვეიცარია) ვალდებულებების აქტის 1-ლი მუხლის შესაბამისად ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები განმარტებულია, როგორც მოწყობილობები, რომლებიც ეფექტურად ფეთქდებიან მასთან ადამიანის ყოფნის, მიახლოვების ან უშუალო კონტაქტის შედეგად, იგივე ეფექტის მქონე მსხვერპლის მიერ აქტივირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმების ჩათვლით, მიუხედავად იმისა აქვთ მათ ამოღებისაგან დამცავი ელემენტი თუ არა. იგი მოიცავს კომერციულად დამზადებულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, მსხვერპლის მიერ აქტივირებულ იმპროვიზირებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმებს – რომელთა ამოქმედებას ადამიანის წონა იწვევს. |
||||||||
| | Home | Newsletters | Search | Signatory Groups | Credits | Adobe PDF | | ||||||||
| WEBMASTER & RESPONSIBLE: STEFANO CAMPA - MEDIATIKA - © 2002 GENEVA CALL | ||||||||