ჟენევის მოწოდების შესახებ 

1992 წლიდან, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, განსაკუთრებით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია, დაუღალავად ეწევიან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის პროპაგანდას.  ამ ძალისხმევის კულმინაცია გახლდათ 1997 წელს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, დაგროვების, წარმოების და გადაცემის აკრძალვის და მათი განადგურების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მიღება, რომელიც ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების სახელწოდებითაა ცნობილი.

ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებაზე დღეისათვის მსოფლიოს სახელმწიფოთა სამ მეოთხედზე მეტს აქვს ხელი მოწერილი.  ამ საგულისხმო მიღწევის მიუხედავად ამ უბედურების საბოლოო აღმოფხვრისათვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.  ერთ-ერთ სფეროს, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორები წარმოადგენენ.  არასახემწიფო აქტორებში ჩვენ ვგულისხმობთ ნებისმიერ შეიარაღებულ აქტორს, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებს გარეთ მოქმედებს და ძალას იყენებს საკუთარი პოლიტიკური/კვაზი-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.  ასეთ აქტორებს მიეკუთვნებიან: შეიარაღებული დაჯგუფებები, აჯანყებულთა ჯგუფები, განმათავისუფლებელი მოძრაობები და დე-ფაქტო მთავრობები.  

დღეისათვის არსებული შეიარაღებული კონფქლიტების უმრავლესობა შიდასახელმწიფო ხასიათისაა და მასში ორი ან მეტი შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორია ჩართული, რომლებიც სამთავრობო ძალებს ან ერთმანეთს ებრძვიან.  არასახელმწიფო აქტორები, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ასევე ჩართული არიან ნაღმებთან დაკავშირებულ პრობლემებში.  მრავალი არასახელმწიფო აქტორი აწარმოებს, აგროვებს და იყენებს ნაღმებს.  არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2003-2004 წლის განმავლობაში, არასახელმწიფო აქტორებმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები სულ ცოტა 21 ქვეყანაში გამოიყენეს.  თემები, რომლებიც არასახელმწიფო აქტორების მიერ კონტროლირებად დანაღმულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ხშირად ნაღმებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან და მათ მიმართ რაიმე ჰუმანიტარული დახმარება არ ხორციელდება.

არასახელმწიფო აქტორთა მხრიდან ნაღმების აკრძალვის ნორმებისადმი ერთგულებამ შესაძლოა მთავრობებს ხელი შეუწყოს შეუერთდნენ და დაიცვან ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულება.  2002 წელს კოლუმბიის მთავრობამ გააკეთა განცხადება, სადაც მიუთითებდა, რომ არასახელმწიფო აქტორების მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების გამო მთავრობას გაუჭირდებოდა ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.  შრი ლანკას მთავრობამ განაცხადა, რომ იგი დაეთანხმება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვას იმ პირობით, თუ იგივეს გააკეთებს თამილ ეელამის განმათავისუფლებელი ვეფხვების ორგანიზაციაც.  საქართველო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებაზე შეერთებისაგან თავის შეკავებას არასახელმწიფო აქტორების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების არსებობით ხსნის, რაც, მთავრობის განცხადებით, ართულებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის შეასრულოს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი აკრძალვით ნაღმებთან დაკავშირებული პრობლემა ვერ გადაიჭრება.  ნაღმების აკრძალვის ნორმების ჭეშმარიტად საყოველთაო დონეზე მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია თანმდევ პროცესში არასახელმწიფო აქტორების ჩართვა.  ჟენევის მოწოდება მოწოდებულია რეაგირება მოახდინოს ამ რეალობაზე.

 
  | Home | Newsletters | Search | Signatory Groups | Credits | Adobe PDF |    
WEBMASTER & RESPONSIBLE: STEFANO CAMPA - MEDIATIKA - © 2002 GENEVA CALL